თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი

თარიღი: 2016-02-08

დათვალიერება: 3877

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება უმთავრესად პარენტერალური გზით (სისხლის მეშვეობით) ხდება, სისხლის სისხლთან უშუალო შეხებით ან ისეთი მჭრელი ნივთების საშუალებით, რომლებსაც მანამდე ინიფცირებულის სისხლთან ჰქონდა კონტაქტი. ასეთი ნივთი უმეტესად საერთო შპრიცია, რომელსაც ნარკომანები ინტრავენური ინექციისთვის იყენებენ, თუმცა შესაძლებელია დასნებოვნება პირსინგისა და ტატუირების ინსტრუმენტების, სამართებლის, მანიკიურის იარაღების და, თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის ჯაგრისის მეშვეობითაც კი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები ინფიცირდებიან. დასნებოვნების რისკი მაღალია თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. სისხლის გადასხმა ამ მხრივ ნაკლებად სარისკოა - ჰემოტრანსფუზიის დროს ინფიცირებულთა ოდენობა 4%-ს არ აღემატება. არსებობს ალბათობა, თუმცა პრაქტიკულად ნაკლებმოსალოდნელია ინფიცირება სამედიცინო მანიპულაციების დროს. რისკი იზრდება სანიტარიული ნორმების უხეში დაღვევისას.

სამედიცინო პერსონალი შესაძლოა დაინფიცირდეს სამსახურში (საავადმყოფოში, კლინიკაში) ტრავმირებისას და ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტისას.

არცთუ იშვიათად C ჰეპატიტის წყაროს ზუსტი მითითება ჭირს.

შესაძლებელია თუ არა C ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა?

შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ასეთი რამ გაცილებით იშვიათად ხდება, ვიდრე B ჰეპატიტის ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) შემთხვევაში. ვირუსმატარე-ბელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ინფიცირების ალბათობა 3-5%-ს შეადგენს. C ჰეპატიტით დაავადებულთან ან ვისურმატარებელთან სქესობრივი კავშირის დროს რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება. სქესობრივი გზით C ვირუსით ინფიცირების რისკი მაღალი აქვთ მათ, ვინც ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორს. ამ კატეგორიის ადამიანებს ასევე დიდი აქვთ შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების განვითარების ალბათობა. პრაქტიკულად დაზღვეულნი არიან ადამიანები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი პარტნიორები და მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. ასე რომ, როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგულია, ინფიცირების რისკი მინიმალურია. დასნებოვნების ალბათობას ზრდის მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება - შემთხვევითი კავშირებისკენ სწრაფვა და მრავალი პარტნიორის ყოლა, მით უმეტეს, ადამიანს გარეგნულად არც ავადმყოფობა ეტყობა და არც ვირუსმა-ტარებლობა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად უწყობს ხელს ინფექციის გადა-ცემას ორალური სქესობრივი კონტაქტი. თუ სისხლში ვირუსი აღმოგაჩნდათ და ეჭვობთ, რომ სქესობრივი პარტნიორისგან დაინფიცირდით, დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. ხომ არ სარგებლობს ვინმე თქვენი კბილის ჯაგრი-სით, მაკრატლით, სამართებლით? გაგიკეთებიათ თუ არა ტატუირება? თუ ნარკოტიკს იღებთ, გამოგიყენებიათ თუ არა საერთო შპრიცი? ხომ არ გადაგიტანიათ ახლო წარსულში ოპერაცია, ხომ არ გადაუსხამთ სისხლი? გადაედება თუ არა C ჰეპატიტი საყოფაცხოვრებო კონტაქტის მეშვეობით?

C ჰეპატიტი არ გადაედება:

ჰაერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ხველებისას);

ხელის ჩამორთმევისას, მოხვევისას, კოცნისას;

საერთო ჭურჭლის მეშვეობით.

ნებისმიერი ამ გზით ინფექციის გადაცემა თეორიულად მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ჯანმრთელი ადამიანი შეეხო ნივთს, რომელზეც შემთხვევით მოხვდა ინფიცირებულის სისხლი ან ტრავმას (ჭრილობას) თვით ინფიცირებულის სხეულზე.

C ჰეპატიტით დაავადებულებსა და ვირუსმატარებლებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან, შრომის, სწავლის, ცხოვრების განსაკუთრებული პირობები. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამ ვირუსით ინფიცირებულებს ჯარიდან ათავისუფლებენ.

როგორ მოვიქცეთ, როცა ოჯახში ავადმყოფია?

ავადმყოფმა (ვირუსმატარებელმა) ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჰიგიენა, რათა ოჯახის წევრებს საფრთხე არ შეუქმნას. ასევე:

არ გახდეს სისხლის ან ორგანოების დონორი.

არ გამოიყენოს საყოფაცხოვრებო საგნები, რომლებიც შეიძლება ვირუსის გადაცემის მიზეზად იქცეს. სამართებელი, ეპილატორი, მაკრატელი, კბილის ჯაგრისი, მანიკიურის ხელსაწყოები და პირადი ჰიგიენის სხვა საგნები შეინახოს ოჯახის წევრებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ჭრილობა კარგად გადაიხვიოს დოლბანდით ან დაიკრას პლასტირი.

ყველა ის ადგილი, სადაც შემთხვევით მოხვდა ინფიცირებულის სისხლი, უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით, ქლორის ან ქლორიანი კირის შემცველი საშუალებებით, განზავებით 1:100.

ცნობისთვის: C ჰეპატიტის ვირუსი მშრალ სისხლში, ოთახის ტემპერატურაზე, 16 საათიდან 4 დღემდე ძლებს. 60 გრადუსზე ვირუსის ინაქტივაცია 30 წუთში ხდება, დუღილისას - 2 წუთში.

როგორია რისკი?

ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ:

მათ, ვინც მოიხმარს საინექციო ნარკოტიკებს;

მათ, ვისაც 1987 წლამდე გადაუსხეს სისხლის შემდედებელი ფაქტორი.

საშუალო რისკი:

მათ, ვინც იტარებს ჰემოდიალიზს (თირკმლის ხელოვნურ გაწმენდას);

მათ, ვისაც გადაუნერგეს ორგანოები ან გადაუსხეს სისხლი 1992 წლამდე;

ღვიძლის დაუდგენელი დაავადების მქონე ადამიანებს;

ინფიცირებული ქალების ახალშობილებს.

დაბალი რისკი:

სამედიცინო პერსონალს და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის მუშაკებს;

მათ, ვისაც მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს;

მათ, ვისაც სქესობრივი კავშირი აქვს ერთ ინფიცირებულ პარტნიორთან.

ყველამ, ვინც მაღალი და საშუალო რისკის ჯგუფს ეკუთვნის, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა ჩ ჰეპატიტის ვირუსზე. ანალიზები უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საინექციო ნარკოტიკები გამოყენებულ იქნა რამდენიმე წლის წინ. ანალიზები უნდა ჩააბაროს ყველა აივ-ინფიცირებულმა, სამედიცინო პერსონალმა, რომელსაც კონტაქტი აქვს დაავადებული სისხლთან. ბავშვებს, რომლებსაც ინფიცირებული დედები ჰყავთ, ანალიზები 12-18 თვის ასაკში უტარდებათ. რისკის ჯგუფში შემავალმა პირებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია B ჰეპატიტზეც, რადგან მაღალია ინფიცირების ალბათობა.

ინფიცირებიდან რა ხნის შემდეგ ვლინდება ჰეპატიტის პირველი სიმპტომები?

C ჰეპატიტის ფარული საინკუბაციო პერიოდი 20-დან 140 დღემდე, საშუალოდ 50 დღეს გრძელდება.

არ არის გამორიცხული, C ჰეპატიტი კარგა ხანს დარჩეს შეუმჩნეველი და მხოლოდ მაშინ იჩინოს თავი, როდესაც ციროზში გადაიზრდება.

ზოგადი ნიშნები

არსებითად C ჰეპატიტი უსიმპტომო დაავადებაა და უმეტესად მაშინ დიაგნოსტირდება, როდესაც ავადმყოფი ექიმს სხვა პრობლემის გამო მიმართავს. ყველაზე ხშირად დაავადება ასთენიით, სისუსტით, დაღლილობით ვლინდება, მაგრამ ეს სიმპტომები მეტად არასპეციფიკურია - მხოლოდ არსებობა C ვირუსით ინფიცირებას არ ადასტურებს.

ღვიძლის ციროზის დროს ვლინდება სიყვითლე, იმატებს მუცლის გარშემოწერილობა (ასციტი), ჩნდება სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და ა.შ.

ინფიცირებიდან რა ხნის შემდეგ არის დადებითი ანალიზის პასუხი?

ასიდან 70 შემთხვევაში სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს პირველი სიმპტომების გამოვლენისას აღმოაჩენენ, 90 შემთხვევაში - სამი თვის შემდეგ. სისხლში ვირუსის რნმ ვლინდება ინფიცირებიდან 1-2 კვირის შემდეგ.

რომელი ანალიზი ადასტურებს ერთმნიშვნელოვნად C ჰეპატიტის დიაგნოზს?

ინფექციის არსებობას ორივე ტესტის (ტესტი ანტისხეულებზე და პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია - PCR) დადებითი პასუხი ადასტურებს.

ანტისხეულების არსებობა-არარსებობის მიხედვით ადგენენ, ადამიანი აქტიური ჰეპატიტით არის ავად თუ მხოლოდ მატარებელია. PCR დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ვირუსის რნმ ინფიცირებულის სისხლში. ამრიგად, იგი ადასტურებს როგორც ინფექციის არსებობას, ისე ვირუსის რეპლიკაციის (გამრავლების) ფაქტს.

რითი მკურნალობენ C ჰეპატიტს?

ისევე როგორც სხვა ჰეპატიტების შემთხვევაში, გამწვავებისას საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია და თერაპიული ღონისძიებების ჩატარება. ქრონიკული ფორმების დროს ინიშნება ინტერფერონის 1-3-თვიანი კურსი (მაგალითად, რეკომბინანტული ალფა-2 B ინტერფერონი, ლიმფობლასტური ველფერონი). მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია ფაქტორთა მთელ წყებაზე: ასაკზე, დაავადების ხანდაზმულობაზე და სხვა. ასევე ინიშნება თიმოზინ-ალფა როგორც იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტები (ალფა-ტოკოფეროლი).

პრაქტიკული რეკომენდაციები

C ჰეპატიტის შემთხვევაში სქესობრივი გზით ინფიცირების რისკი მუდმივი პარტნიორებისთვის ისედაც დაბალია, მაგრამ ის უფრო მეტად შემცირდება, თუ გამოიყენებთ დაცვის ბარიერულ საშუალებებს (პრეზერვატივს). სასურველია, პერიოდულად (წელიწადში ერთხელ) გამოიკვლიოთ მარკერებიც.

ერიდეთ ინფიცირებულის პირადი ნივთების (კბილის ჯაგრისის, სამართებლის, მანიკიურის ხელსაწყოების და ა.შ.) გამოყენებას - შესაძლოა, მათზე სისხლის ნაწილაკები იყოს შერჩენილი.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა