თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

თბილისი, დ.თავხელიძის ქ. №1

(+995 32) 2 18 65 30

mc.greenmed@gmail.com

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ენტეროვირუსი

ენტეროვირუსი

თარიღი: 2016-07-27

დათვალიერება: 4197

ენტეროვირუსული ინფექციით ადამიანები ავადდებიან წლის ნებისმიერ სეზონზე, თუმცა ციკლური მატების წლებში საქართველოში შემთხვევათა რიცხვის მატება აღწერილია მაისიდან ნოემბრამდე.

ენტეროვირუსები (ლათ. Enterovirus) მიეკუთვნება პიკორნავირუსების გვარს და მოიცავს 67 ადამიანისთვის პათოგენურ სეროტიპს. დასახელება - ენტეროვირუსი - უკავშირდება მათ გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, თუმცა დიარეას იწვევს ძალზე იშვიათად.

ენტეროვირუსის გადაცემის ძირითადი მექანიზმი არის ფეკალურ-ორალური, რაც ნიშნავს რომ ინფიცირება შესაძლებელია ფეკალებით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შემდგომ დაუბანელი ხელის ცხვირის, პირის, თვალების ლორწოვანთან შეხებით.

ენტეროვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი კლინიკური მიმდინარეობა.

ენტეროვირუსული ინფექციით ავადდება ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა ჩვილები, ბავშვები და მოზარდები (<14 წელს ქვემოთ) უფრო ხშირად ინფიცირდებიან და ხდებიან ავად. ენტეროვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა უმრავლესობა ავად არ ხდება ან აღენიშნებათ მსუბუქი სიმპტომები.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მენინგიტი, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის უეცარი მატება (38–390C), ცნობიერების შეცვლა და კისრის კუნთების რიგიდულობა. ასევე ზემოთ ხსენებულ ტრიადას, ხშირად ერთვის თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ფოტოფობია, შეცვლილი ცნობიერება, სიწითლე, გამონაყარი კანზე, მწვავე ჰემორაგიული კონიუქტივიტი, უმადობა, ძილიანობა.

ენტეროვირუსული მენინგიტის სიმპტომები ჩვეულებრივ 7-10 დღე გრძელდება. ნორმალური იმუნიტეტის მქონე პირები სრულად გამოჯანმრთელდებიან.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ენტეროვირუსების მკურნალობის რაიმე სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს. მკურნალობა არის სიმპტომური.

პრევენცია

არ არსებობს ვაქცინა ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევის - არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსის საწინააღმდეგოდ. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, რადგან ზოგჯერ ინფიცირებული ადამიანი არ გამოიყურება როგორც ავადმყოფი, მაგრამ ავრცელებს ვირუსს. ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის რეკომენდებულია:

ბავშვებისათვის პირადი ჰიგიენის წესების სწავლება,

ხელების ხშირი დაბანა, მათ შორის პამპერსის გამოცვლის, საპირფარეშოს ხმარების შემდეგ, ჭამის წინ;

ხშირად შეხებადი ზედაპირების (როგორიც არის კარის სახელური და ა.შ.) სველი წესით ან დეზინფექტანტების შემცველი საშუალებების გამოყენებით დასუფთავება.

სიახლეები

დიოდური ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია-დერმატოლოგია

უროლოგის კონსულტაცია, საშარდე გზების და წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. შარდის საერთო ანალიზი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა