თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

თბილისი, დ.თავხელიძის ქ. №1

(+995 32) 2 18 65 30

mc.greenmed@gmail.com

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

გასტროენტერიტი

გასტროენტერიტი

თარიღი: 2017-07-24

დათვალიერება: 881

გასტროენტერიტი ხშირი მდგომარეობაა, როდესაც კუჭი და ნაწლავები ხდება ანთებითი. ეს ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით.

მისი ყველაზე ხშირი სიმპტომებია ღებინება და ფაღარათი.

რა იწვევს გასტროენტერიტს მოზრდილებში?

დიდ ბრიტანეთში, მოზრდილ ადამიანებში გასტროენტერიტის ორი მთავარი გამომწვევი მიზეზია ნოროვირუსი და საკვებით მოწამვლა (რაც თავის ხშირად მხრივ გამოწვეულია სალმონელას ან კამპილობაქტერის ბაქტერიით). ეს ინფექციები ნაწლავების მიერ ორგანიზმში წყლის და მარილის შეწოვის უნარზე მოქმედებს და ზუსტად ამის გამო არის მისი მთავარი სიმპტომი ძალიან გათხელებული ფაღარათი და ამის გამო დგება დეჰიდრატაციის რისკი.

გასტროენტერიტი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც, მათ შორის როტავირუსით, თუმცა ეს უფრო ხშირია ბავშვებში. წაიკითხეთ მეტი ბავშვებში გასტროენტერიტის შესახებ.

როგორ ვრცელდება გასტროენტერიტი

გასტროენტერიტის ტიპების უმეტესობა ძალიან ინფექციურია. ის ადამიანს ემართება იმ შემთხვევაში, თუ განავალში არსებული ბაქტერია მოხვდება პირის ღრუში.

ბაქტერიის გადატანა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰიგიენის ნორმების დარღვევასთან. მაგალითად, თუ ადამიანი ტუალეტის გამოყენების შემდგომ არ დაიბანს ხელებს, ყველა ბაქტერია, თუ ვირუსი, რაც კი მას ხელზე აქვს გადავა ყველა იმ საგანზე, რომელსაც ეს ადამიანი შეეხება. ეს შეიძლება იყოს ჭიქები, სამზარეულოს ნივთები ან საკვები.

თუ შეეხებით დაბინძურებულ ნივთს და შემდეგ ამ ხელებით შეეხებით თქვენს სახეს, ან შეჭამთ დაბინძურებულ საკვებს, შეიძლება დაინფიცირდეთ ვირუსით, ან ბაქტერიით. დაინფიცირების შემდეგ, გამოგიმჟღავნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება და ფაღარათი.

თუ გაქვთ გასტროენტერიტი, არ დაუბრუნდეთ სამსახურს, სანამ კუჭში ნორმალური გასვლიდან 48 საათი არ გავა.

როდის უნდა მიაკითხოთ მკურნალ ექიმს

გასტროენტერიტის შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი, როგორც წესი, საჭირო არ არის, რადგან ის მალევე გაივლის ყველანაირი მკურნალობის გარეშე.

თუმცა, თუ სიმპტომები ძალიან მწვავეა, ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, მაშინ მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს განავლის ანალიზი, სპეციალურ ბაქტერიების ან პარაზიტების არსებობაზე შესამოწმებლად. თუ ფეკალიებში აღმოჩნდება ბაქტერიები ან პარაზიტები, დაინიშნება სპეციფიური მკურნალობა.

ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა მდგომარეობების გამოსარიცხად შეიძლება დანიშნონ სისხლისა და შარდის ანალიზებიც.

გასტროენტერიტის მკურნალობა

ადამიანთა უმრავლესობას არ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა გასტროენტრიტისთვის, მაგრამ ძალიან მნიშნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ საჭიროა დიდი რაოდენბით სითხეების მიღება, დეჰიდრატაციის რისკის შესამცირებლად.

ორალური რეჰიდრაციული ხსნარები შეიძლება გამოიყენონ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებით მგრძნობიარეა დეჰიდრატაციის ეფექტების მიმართ. ასეთი ადამიანები არიან მოხუცები, ან სხვა დაავადებით დაავადებული ადამიანები.

გასტროენტერიტის სიმპტომების სამკურნალოდ წამლების მიღება, ჩვეულებრივ არ არის საჭირო, მაგრამ ისინი შეიძლება იყოს რეკომენდირებული თუ ფაღარათი ან ღებინება განსაკუთრებით გამწვავდა.

ასევე, თუ არსებობს მნიშვნელოვანი დეჰიდრატაციის რისკი, შეიძლება საჭირო გახდეს საავადმყოფოში მკურნალობა, რადგან მწვავე დეჰიდრატაცია შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და იშვიათ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშიც კი.

გასტროენტერიტის პრევენცია

რადგანაც გასტროენტერიტი ძლიერ გადამდებია, აუცილებელია მივიღოთ ზომები, რათა ის არ გავრცელდეს სხვა ადამინებზე. ეს ზომებია:

კარგად უნდა დაიბანოთ ხელები საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ და ჭამის, ან საკვების მომზადების წინ ყოველი ღებინებისა და ფაღარათული ეპიზოდის შემდეგ, საპირფარეშოს (განსაკუთრებით სახელურებისა და დასაჯდომის) გაწმენდა და დეზინფექცია აუცილებელია

არ გაუზიაროთ ოჯახის წევრებს პირსახოცები, საცვლები და პირადი ნივთები.

არ წახვიდეთ სამსახურში სანამ ბოლო ღებინებიდან, ან დიარეის ეიზოდიდან არ გავა 48 საათი.

თუ გაქვთ სუსტი ჯანმრთელობა, ან არსებული მდგომრეობა, რომელიც მოქმედებს ნაწლავებზე, ან იმუნურ სისტემაზე და აპირებთ ისეთ ადგილას მოგზაურობას სადაც გასტროენტერიტის ინფექციის გაზრდილი რისკები არსებობს, უმჯობესი იქნება თუ წინასწარ მიმართავთ ექიმს კონსულტაციისთვის.

სიახლეები

დიოდური ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია-დერმატოლოგია

უროლოგის კონსულტაცია, საშარდე გზების და წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. შარდის საერთო ანალიზი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა