თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ლიპომა

ლიპომა

თარიღი: 2018-01-24

დათვალიერება: 5076

ლიპომა, ცხიმოვანი სიმსივნე, არის კეთილთვისებიანი შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანქვეშა შრის შემაერთებელ ფაშარ ქსოვილში და შეუძლია ჩასვლა უფრო ღრმად - კუნთამდე, სისხლძარღვებამდე და ძვლისაზრდელამდეც კი.

ლიპომა ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, ღვიძლის, პანკრეასის, ფარისებრი ჯირკვლის და ჰიპოფიზის დისფუნქცია. გარდა ამისა, იგი შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლიზმის, დიაბეტის, შიგა სასუნთქი გზების სიმსივნური დაავადების ფონზე. დაბოლოს, ლიპომას შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრული ხასიათი.

ყველაზე მეტად გავრცელებულია კანქვეშა და კანის ლიპომები, მაგრამ წარმონაქმნი შესაძლოა გაჩნდეს მუცლის ღრუში, თირკმელების ახლოს, ასევე - სარძევე ჯირკვლებში, შუასაყარში, ფილტვებში და სხვაგანაც. ხშირად ლიპომა მრავლობითია. ზოგჯერ დიდდება და პატარავდება ადამიანის სხეულის მასის მატება-კლებასთან ერთად, მაგრამ უმეტესად ამისგან დამოუკიდებლად იზრდება და სხეულის მასის კლების შემთხვევაშიც კი განაგრძობს ზრდას.

ლიპომა ნელა იზრდება. უმეტესად 4-5 სმ-იანია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ძალიან დიდი (10 სმ და მეტი) ზომისაც ხდება. ჩვეულებრივ, რბილია, მაგრამ შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბის შემთხვევაში მკვრივდება. არსებობს ლიპომის ნაირსახეობა - ინტრამურული ლიპომა, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები და კუნთის სიღრმეში მდებარეობს.

ლიპომა უმტკივნეულო და ოდნავ მოძრავია. ხშირად ლოკალიზდება ზურგის ზემოთა ნაწილში, ბეჭებზე, თეძოებზე. სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ლიპოსარკომაში იშვიათად გადაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, იმხელა გახდეს, რომ, მაგალითად, სარძევე ჯირკვალს ფორმა უცვალოს.

ლიპომა ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. დიაგნოსტიკა. ზოგჯერ ლიპომა ძნელი გასარჩევია ათერომისგან, ჰიგრომისგან, ლიმფადენომისა და კანის სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნებისგან. დიაგნოზი უმთავრესად კლინიკურ ნიშნებს (რბილი, მოძრავი, უმტკივნეულო) ეფუძნება. დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდებია ულტრაბგერითი კვლევა და პუნქციური ციტოლოგია.

მუცლისა და გულმკერდის ღრუს ლიპომების სადიაგნოზო მეთოდებს წარმოადგენს ულტრაბგერითი კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა. ლიპომის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. ოპერაციული ჩარევის ჩვენებაა სიმსივნის ზრდა და ამით გამოწვეული ფიზიკური და კოსმეტიკური ხასიათის დაზიანებანი. ცნობილია კანქვეშა ლიპომის ოპერაციის სამი მეთოდი:

სტანდარტული - კეთდება დიდგანაკვეთიანი ჭრილობა, საიდანაც ლიპომა კაფსულიანად ამოაქვთ;

ნაკლებინვაზიური - ამ დროსაც კეთდება 0,5-1 სმ-იანი განაკვეთი, ლიპომას კაფსულიდან იღებენ, შემდეგ კი მინიენდოსკოპით ატარებენ საკონტროლო დათვალიერებას იმის დასადგენად, მთლიანად იქნა თუ არა მოშორებული ლიპომა;

ლიპოსაქციური - კეთდება 0,3-0,5 სმ-იანი განაკვეთი და ლიპოასპირატორით ხდება ლიპომის ამოღება კაფსულის შიგნიდან. საკონტროლო შემოწმება არ ტარდება.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა