თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

თბილისი, დ.თავხელიძის ქ. №1

(+995 32) 2 18 65 30

mc.greenmed@gmail.com

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

გილენ-ბარეს სინდრომი

გილენ-ბარეს სინდრომი

თარიღი: 2019-11-30

დათვალიერება: 9

გილენ-ბარეს სინდრომი არის იშვიათი პათოლოგია, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტევა უტევს ნერვებს. კიდურებში სისუსტე და ჩხვლეტის შეგრძნება პირველი სიმპტომებია.

ეს შეგრძნებები შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და საბოლოო ჯამში მთელი სხეულის პარალიზება გამოიწვიოს. გილენ-ბარეს სინდრომის ყველაზე მწვავე ფორმა სასწრაფო დახმარებას მოითხოვს. მკურნალობისთვის უმეტეს შემთხვევაში ჰოსპიტალიზებაა საჭირო.

გილენ-ბარეს სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მას ხშირად წინ უსწრებს ინფექციური დაავადება, მაგალითად რესპირატორული ინფექცია ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსული ინფექცია. გილენ-ბარეს სინდრომის განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები რომლებიც შეამსუბუქებენ სიმპტომებს და შეამცირებენ დაავადების ხანგრძლივობას. ადამიანთა უმეტესობა გამოჯანრთელებას ახერხებს, თუმცა ზოგ მათგანს რჩება ხანგრძლივი ეფექტები, როგორებიცაა სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა და დაღლილობა.

გამომწვევი მიზეზი

გილენ-ბარეს სინდრომის ზუსტი გამომწვევი უცნობია. იგი ძირითადად ჩნდება რესპირატორული ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. იშვიათად, ოპერაციამ ან აცრამ შეიძება გამოიწვიოს გილენ-ბარეს სიმდრომი.

გილენ-ბარეს სინდრომის დროს, თქვენი იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში მხოლოდ უცხო ორგანიზმებს უტევს, უტევს თქვენს ნერვებს. ა.შ.შ-ში ყველაზე გავრცელებული ფორმის, მწვავე ანთებითი მადემიელინიზებელი პოლირადიკულონეიროპათიის დროს, ნერვის მფარავი გარსი (მიელინის გარსი) ზიანდება, ეს დაზიანება ხელს უშლის ნერვების ტვინისთვის სიგნალის გადაცემაში, რაც იწვევს სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვას და პარალიზს.

სიმპტომები

გილენ-ბარეს სინდრომი ხშირად იწყება ფეხებსა და ტერფებში ჩხვლეტის და სისუსტის შეგრძნებით, რომელიც შემდგომ სხეულის ზედა ნაწილში და ხელებში ვრცელდება. დაავადებულ პაციენტთა 10%-ში სიმპტომები ხელებსა და სახიდან იწყება. გილენ-ბარეს სინდრომის პროგრესირებასთან ერთად კუნთების სისუსტე პარალიზებაში გადადის. გილენ-ბარეს სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

ჩხვლეტის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში, კოჭებში და მაჯებში

ფეხების სისუსტე რომელიც შემდგომ სხეულის ზედა ნაწილში ვრცელდება

უსწორმასწორო სიარული და სიარულის ან კიბეზე ასვლის შეუძლებლობა

სახის და თვალის მოძრაობის გართულება, მათ შორის ყლაპვის, ღეჭვის და ლაპარაკის

მწვავე ტკივილი რომელიც ჰგავს კრუნჩხვებს და უარესდება ღამით

მოშარდვის და კუჭში გასვლის გართულება

აჩქარებული გულისცემა

დაბალი ან მაღალი სისხლის წნევა

სუნთქვის გაძნელება

გილენ-ბარეს სინდრომიანი ადამიანი ყველაზე ძლიერ სისუსტეს სიმპტომების განვითარებიდან 2-4 კვირის შემდეგ გრძნობენ. გამოჯანმრთელება იწყება სისუსტის პლატოდან 2-4 კვირის შემდეგ.

ტიპები

გილენ-ბარეს სინდრომის მხოლოდ ერთ ტიპს განარჩევდნენ, ახლა კი რამდენიმეს გამოარჩევენ. ესენია: მწვავე ანთებითი მადემიელინიზებელი პოლირადიკულონეიროპათია (AIDP). ყველაზე ხშირი ფორმა ა.შ.შ-ში. ყველაზე ხშირი ნიშანია კუნთების სისუსტე, რომელიც იწყებს სხეულის ქვედა ნაწილში და ვრცელდება ზედა ნაწილში.

მილერ ფიშის სინდრომი, რომლის დროსაც პარალიზი იწყება თვალებიდან. მილერ ფიშის სინდრომი დაკავშირებულია არასტაბილურ სიარულთან. იგი გვხვდება ა.შ.შ-ში გილენ-ბარეს სინდრომიანი ადამიანების 5%-ში, თუმცა იგი უფრო გავრცელებულია აზიაში.

მწვავე მოტორული აქსონური ნეიროპათია და მწვავე მოტო-სენსორული აქსონალური ნეიროპათია, რომლებიც უფრო იშვიათია ამერიკაში და უფრო ხშირი ჩინეთში, იაპონიაში და მექსიკაში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ჩხვლეტის შეგრძნება ფეხისა და ხელების თითებში და იგი არ ვრცელდება და არ უარესდება. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ გაგიჩნდათ შემდეგი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე:

ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც დაიწყო ტერფებსა და ფეხის თითებში და ახლა ვრცელდება სხეულის ზედა ნაწილებისკენ

ჩხვლეტის შეგრძნება და სისუსტე, რომელიც სწრაფად ვრცელდება

ქოშინი ან სუნთქვის უკმარისობა სწორზე წოლისას

ნერწყვის გადაცდენა

გილენ-ბარეს სინდრომი სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც სასწრაფო დახმარებას მოითხოვს რადგან იგი შეიძლება სწრაფად გამწვავდეს. რაც უფრო მალე დაიწყება შესაბამისი მკურნალობა, მით უფრო უკეთესია პროგნოზი.

სიახლეები

დიოდური ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია-დერმატოლოგია

უროლოგის კონსულტაცია, საშარდე გზების და წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. შარდის საერთო ანალიზი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა