დიაბეტი ორსულობის დროს (გესტაციური დიაბეტი)
დიაბეტი ორსულობის დროს (გესტაციური დიაბეტი)
თარიღი: 2014-06-08
დათვალიერება: 3035
გესტაციური დიაბეტი ეს არის დიაბეტი რომელიც ჩნდება ორსულობის პერიოდში. გესტაციური დიაბეტი უვლინდება ორსულების 2-14 %-ს. დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში ინსულინის არასაკმარისი რაოდენობის გამომუშავების გამო. ინსულინს გამოიმუშავებს კუჭის უკანა ჯირკვალი- პანკრეასი. ინსულინი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. „ზედმეტი“ შაქარი რომელიც ამჟამად არ ჭირდება ორგანიზმს ინსულინის დახმარებით „გადაინახება“ სამომავლოდ. ამდაგვარად ინსულინი არეგულირებს ორგანიზმში შაქრის რაოდენობასა და „მოხმარებას“. ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმს უფრო მეტი ინსულინის გამომუშავება უწევს, რათა ბავშვის მოთხოვნილებები გაითვალისწინოს. ეს პროცესი აქტუალურია ორსულობის მეორე ნახევარში. თუ კი პანკრეასი ვერ გამოჰყოფს საკმარის ინსულინს სისხლში გროვდება ზედმეტი შაქარი და იწყება გესტაციური დიაბეტი. როგორც წესი გესტაციური დიაბეტი მშობიარობის შემდეგ თავისითვე იკურნება და არ გადადის ქრონიკულ დაავადებაში.
გესტაციური დიაბეტის სიმპტომები
გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტიკას ატარებენ სეციალური გლუკოზატოლერანტობის ტესტის საშუალებით. თუ კი თქვენ აღმოჩნდებით რისკის ჯგუფში თქვენ შემოგთავაზებენ სკრინინგულ გლუკოზატოლერანტობის ტესტს ორსულობის 24-28 კვირეებზე. ამისთვისთვის თქვენ დაგალევინებენ წყალში გახსნილ 50 გრ გლუკოზას და ერთი საათის შემდეგ ვენიდან აგიღებენ სისხლს. თუ ანალიზმა შაქრის მაღალი დონე აჩვენა თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი გამოკვლევები, რომელიც თქვენს მომზადებას საჭიროებს. თავდაპირველად უზმოზე აიღებენ სისხლს ვენიდან, შემდეგ სვამთ წყალში გაზავებულ 100 გრ გლუკოზას და ყოველ საათსი სამი საათის განმავლობაში იღებთ სისხლის ანალიზს ვენიდან. თუ ორი ან მეტი ანალიზის პასუხმა აჩვენა, რომ თქვენ ორგანიზმში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია მაშინ თქვენ აღმოგაჩნდათ გესტაციური დიაბეტი.
ორსულობის პერიოდში თქვენ არაერთხელ მოგიწევთ შარდის ანალიზის ჩაბარება. შარდში შაქრის მაღალი დონის არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას რომ თქვენ დიაბეტი გაქვთ. დიაბეტის გამოვლენა მხოლოდ გლუკოზატოლერანტობის ტესტის საშუალებით ხდება.
გესტაციური დიაბეტი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა იშვიათად შეიძლება შენიშნოდ შემდეგი სიმპტომები:
. უხვი შარდდენა
• მხედველობის პრობლემები, მხედველობის გაუარესება
• ხშირი წყურვილი
• დაღლილობა
თუ თქვენ შენიშნეთ რომელიმე სიმპტომი აცნობეთ თქვენს აკუშერ-გინეკოლოგს.
რა გევლენას ახდენს დიაბეტი ორსულობაზე?
შაქარი ორსულობის პერიოდში საშიშია იმიტომ , რომ მას შეუძლია პლაცენტაში გავლა და ბაშვის სისხლში მოხვედრა. ეს კი ბავშვის წონას მნიშვნელოვნად გაზრდის. დიდი ბავშვის მუცლად ყოფნა და მშობიარობა კი გარკვეულ რისკებს უკავშირდება. შესაძლებელია დაგჭირდეთ საკეისრო კვეთა. ბავშვები რომლის სისხლშიც მოხვდა ზედმეტი გლუკოზა ხშირად ავადდებიან ჰიპოკლემიით (გლუკოზის ნაკლებობა ორგანიზმში), სიყვითლე ახალშობილებში და სხვა. ასეთი პატარები მუდამ უნდა იყვნენ ექიმის კონტროლის ქვეშ. გესტაციური დიაბეტის მქონე დედის შვილები ხშირად განიცდიან ჭარბწონიანობას და დაავადებულები არიან მე-2 ტიპის შაქრის დიაბეტით.
ვის შეიძლება დაემართოს გესტაციური დიაბეტი?
რისკის ქვეშ ხვდებიან ქალები, რომელთაც:
• სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 30-ს
• უკვე ჰქონდათ გესტაციური დიაბეტი
• ახლობლები არიან დაავდებული დიაბეტით
• წინა მშობიარობისას დაბადეს დიდწონიანი ბავშვი
როგორ დავძლიოთ გესტაციური დიაბეტი?
უმეტეს შემთხვევაში დიეტა და ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ აკონტროლოთ ეს დაავადება. ენდოკრინოლოგი და აკუშერ გინეკოლოგი დაგეხმარებათ თქვენი საკვები რაციონის შედგენაში, რათა ორგანიზმში რაც შეიძლება ნაკლები შაქარი მოხვდეს და ორგანიზმაც საკმარისი მინერელაბი აითვისოს ორგანზმიდან. თუ თქვენ ორსულობამდე გაწუხებდათ ჭარბი წონა მაშინ თქვენ მოგიწევთ საკვების კოლორიულობაზე თვალის დევნება. ორსულობის პერიოდში კი შეგიძლიათ დაკავდეთ ორსულების გიმნასტიკით. დასამშვიდებლად შეგიძლიათ შეიძინოთ შაქრის კონტროლის ექსპრეს -ტესტები, რომლებიც დაგეხმარებათ მუდამ თვალყური ადევნოთ თქვენს ორგანიზმს. შესაძლებელია თქვენ დაგჭირდეთ ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა. გაითვალისწინეთ რომ დიეტა და ფიზიკური ვარჯიში შედეგს არ იღებს დაავადებულთა 10-20%-ის შემთხვევაში. ამ დროს ექიმი დაგინიშნავთ სპეციალურ მედიკამენტებს ან ინექციებს. გესტაციური დიაბეტის მქონე ქალბატონებს სპეციალისტები ურჩევენ იმშობიარონ სპეციალიზირებულ სამშობიარო სახლებში, რათა თავიდანვე აიცილოთ შესაძლო უსიამოვნებები. მშობიარობის შემდეგ თქვენ გარკვეული პერიოდი მაინც დაგჭირდებათ კონტროლის ქვეშ ყოფნა. როგორც წესი ეს დაავადება მშობიარობის შემდეგ თავისით ქრება. თუმცა ექიმები მაინც გვირჩევენ წელიწადში ერთხელ მაინც გავაკონტროლოთ შაქრის რაოდენობა სისხლში და ჩავიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები. სპეციალისტების თქმით ხუთი ქალიდან ერთს, რომელიც ორსულობისას გესტაციური დიაბეტით იყო დაავადებული ორსულობამდე ჰქონდა მე-2 ჯგუფის დაუდგენელი დიაბეტი, რომელმაც ორსულობის დროს იჩინა თავი. სწორედ ამიტომ აუცილებელია დაორსულებამდე ორგანიზმის საფუძვლიანად გამოკვლევა.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები