თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ადისონის დაავადება

ადისონის დაავადება

თარიღი: 2015-01-29

დათვალიერება: 4114

ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის (თზჯ) პირველადი ქრონიკული უკმარისობაა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის) წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება. ასიდან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თზჯ-ის ტუბერკულოზური დაზიანებაც. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოიდოზი, ამილოიდოზი, ჰემაქრომატოზი, სოკოვანი ინფექცია. დაავადებას (თუმცა იშვიათად) საფუძვლად შეიძლება დაედოს თზჯ-ში სისხლის ჩაქცევა, ორსულობის, ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების დროს.

დაავადება თანდათან ვითარდება. თანდათან ვითარდება ძლიერი სისუსტე, სწრაფი დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამენორეა (მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა).

სიმპტომები და მიმდინარეობა

მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი პიგმენტაცია კანისა და ლორწოვანი გარსის იმ ადგილებში, მლებიც სინათლის ზემოქმედებას განიცდის: სახეზე, კისერზე, ხელის მტევნებზე. პიგმენტაცია ძლიერდება იდაყვების, იღლიების, საზარდულის, ნაწიბურების მიდამოშიც. ყავისფერი ლაქები ჩნდება ღრძილებზე, ენაზე, ტუჩებზე, ლოყის შიგნითა, ლორწოვან ზედაპირზე;

არტერიული ჰიპერტენზია;

გულის ზომების შემცირება;

ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები პარესთეზია, კრუნჩხვა, მეხსიერების დაქვეითება, აგზნებადობა, დეპრესია;

ჰიპოგლიკემია;

იღლიებსა და ბოქვენზე თმიანობის შემცირება, განსაკუთრებით ქალებში.

დაავადება უფრო ძლიერად ვლინდება ინფექციის, ტრავმის, ორსულობის, სტრესული ზემოქმედების დროს. მოსალოდნელია, განვითარდეს თზჯ-ის მწვავე უკმარისობა ე.წ. ადისონის კრიზი. მისთვის დამახასიათებელია მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, სისუსტე.

დიაგნოსტირება. ჩივილებსა და ობიექტურ გამოვლინებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გამოკვლევას. აუცილებელია სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, რათა დადგინდეს სისხლის პლაზმაში თზჯ-ის ჰორმონების დონე. საჭიროა თზჯ-ის რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა. მკურნალობა ეფუძნება ჩანაცვლებით თერაპიას გლუკოკორტიკოიდებისა და მინერალკორტიკოიდების კომბინაციით. აქტიური და ადეკვატური თერაპიის შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა. მკურნალობის შემდეგ უმრავლესობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა